კონკურსი ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

08 ნოემბერი,2024

ცხადდება კონკურსი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
იტალია

ტუშას უნივერსიტეტი                 

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):

• სამართალი
• საჯარო მმართველობა


მობილობის პერიოდი: 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

ერასმუს +ს სტიპენდიების რაოდენობა: 1

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

1. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირება (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (ტუშას უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:

1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას;
2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა პირებმა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ( I კორპუსი, 214 აუდიტორია) რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 19 ნოემბრის 17.00 საათისა და 20 ნოემბერს მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის ინსტიტუციურ ტესტირებაში.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
- Security and Human Rights (LM-90)

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა