Competition in the frame of the Erasmus+ program at the Opole Politechnical University for the academics and staff
01 February,2018
ერასმუს + ის ჩარჩოებში ცხადდება კონკურსი ოპოლეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (http://www.po.opole.pl/en/) 2 აკადემიური პერსონალის ვიზიტისათვის ერთი კვირით, 5 სამუშაო დღის პერიოდით:
ა/ ერთი აკადემიური პერსონალი სწავლების პერსპექტივით - 8 საათი ლექციების/სემინარების ჩატარება ოპოლეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე, საიდანაც აკადემიური პერსონალის მიღების თანხმობა იქნება მიღებული;
ბ/ ერთი აკადემიური პერსონალი ტრენინგების გავლის მიზნით შესაბამის ფაკულტეტზე. საიდანაც აკადემიური პერსონალის მიღების თანხმობა იქნება მიღებული.
მოთხოვნები:
ა/ კონკურსში მონაწილე აკადემიური პერსონალი სწავლების პერსპექტივით წარმოადგენს 8 საათი ლექციების/სემინარების ჩატარების სამუშაო გეგმას ოპოლეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის მითითებით;
ბ/ კონკურსში მონაწილე აკადემიური პერსონალი ტრენინგების გავლის მიზნით წარმოადგენს ტრენინგის მიზნის შესაბამის გეგმას მისთვის შესაძენ ან გასაღრმავებელი უნარების მიმართულებით.
გ/ ინგლისური ან პოლონური ენის ცოდნა
წარმოდგენილი სასწავლო/სამუშაო გეგმები გადაიგზავნება ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე და თანხმობის მიღების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილე ისარგებლებს ერასმუს+-ის პირობებით, რომელიც ითვალისწინებს სრულ დაფინანსებას: მგზავრობას, აკომოდაციას, რასაც კურირებას გაუწევს ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ოპოლეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტებიდან მიღებული თანხმობების რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდება, ვიდრე ერასმუს+-ის პროექტითაა გათვალისწინებული (ერთი აკადემიური პერსონალი სწავლების პერსპექტივით და ერთი აკადემიური პერსონალი ტრენინგების გავლის მიზნით), მაშინ გადაწყვეტილება მიღებული იქნება გორის უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე.
მსურველებმა სამუშაო გეგმების ელექტრონული ვერსიები წარმოადგინეთ მისამართით: gsu.icic@gmail.com . წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 2018
დამატებითი ინფორმაცია
ოპოლეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენციები:
1/ 3rd International Scientific Conference BCI 2018 Opole https://bci.po.opole.pl/?page_id=21
2/ 11.05.2018 - Craftsmanship – its Local, Regional and International Dimension
http://weiz.po.opole.pl/index.php/konferencje/696-11-05-2018-the-guild-of-craft-and-entrepreneurship-%E2%80%93-the-employers-association-in-opole.html