სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“
13 აპრილი, 2016სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე ქალაქ გორში.
ჩვენ გთავაზობთ:
• თქვენზე მორგებულ, თავისუფალ სამუშაო გრაფიკს - დღეში 4 სამუშაო საათი
• მზარდ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას - სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება შედგება: ბონუსებისა და საკომისიოსგან, გაყიდვების მოცულობის შესაბამისად
• განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
• საინტერესო და აზარტულ სამუშაოს
ძირითადი მოვალეობები:
გარე გაყიდვების მიმართულებით:
• პოტენციური კლიენტების მოძიება საცალო გაყიდვების მიმართულებით
• პოტენციური კლიენტებისთვის ავტოტრანსპორტისა და ქონების დაზღვევის პროდუქტების შეთავაზება
საოფისე სამუშაო:
• პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით
• პოტენციური და არსებული კლიენტების აღრიცხვა
• კლიენტებთან შეხვედრა, კონსულტაციის გაწევა და მომსახურება
• კლიენტებთან მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
• სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში
• სასურველია ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office
• საბაზისო მათემატიკური უნარ-ჩვევები (არითმეტიკა, პროცენტის გამოთვლა და ა.შ.)
აუცილებელი უნარები:
• კომუნიკაბელურობა
• პრეზენტაციის ჩატარების უნარი
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
• მიზანდასახულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) 2016 წლის 5 მაისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: b.samniashvili@aldagi.ge
გთხოვთ, Subject line–ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სადაზღვევო აგენტი“