მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიები
21 მარტი,2016მევლანას გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბითლის ერენის და სიირთის უნივერსიტეტების სტიპენდიების მოსაპოვებლად
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
ბითლის ერენის და სიირთის უნივერსიტეტები (თურქეთი) აცხადებს კონკურსს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016-2017 სასწავლო წლისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სემესტრის, მაგისტრატურის მე-2 და მე-3 სემესტრის სტუდენტებს და აკადემიური პერსონალს (სრულ და ასოცირებულ პროფესორებს).
აუცილებელი მოთხოვნები მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის:
- საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- მინიმალური საშუალო ქულა (GPA): ბაკალავრიატის შემთხვევაში - 2.5, მაგისტრატურის შემთხვევაში - 3.0;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე).
კანდიდატების შერჩევისას მხედველობაში მიიღება 50% ინგლისური ენის ცოდნის დონე და 50% GPA კოეფიციენტი.
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი დოკუმენტაცია:
- პასპორტი ან ID ბარათის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე);
- დამოწმებული ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- აკადემიური პერსონალის შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (B1). ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა შესაძლებელია წარმოადგინონ ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ენის საერთაშორისო დონის სერტიფიკატი.
დეტალური ინფორმაციისათვის და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს (1-ლი კორპუსი, მე-2 სართ. ოთახი 214).
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 აპრილი, 17:00 სთ (სიირთის უნივერსიტეტი) და 2016 წლის 28 მაისი, 17:00 სთ (ბითლის ერენის უნივერსიტეტი).