
II სტუდენტური სახელოვნებათმცოდნეო სამეცნიერო კონფერენცია
02 ოქტომბერი,2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს II სტუდენტურ კონფერენციას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის ყველა საფეხურის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური, თეზისები, პირადი მონაცემები (CV) და ხელმძღვანელის მონაცემები უნდა გამოაგზავნონ 2014 წლის 20 ოქტომბრამდე, ხოლო სრული ნაშრომი 20 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: marita.sakhltkhutsishvili@humfac.tsu.edu.ge
კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის 5 დეკემბერს.
მოხსენებების ტექნიკური მონაცემები:
პირველი გვერდი: მომხსენებლის გვარი და სახელი, უნივერსიტეტი, კურსი, მიმართულება, საფეხური, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, სტატუსი. გვერდების რაოდენობა: მინიმუმ 5 გვერდი (თავფურცლის და ბიბლიოგრაფიის გარეშე) შრიფტი: Sylfaen ზომა:12
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
marita.sakhltkhutsishvili@humfac.tsu.edu.ge ან 598123011