უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

06 აპრილი, 2015


უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინსიტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მოქმედებს გაცვლითი პროგრამა. უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2015-2016 სასწავლო წლისათვის (სწავლა აკადემიური პროგრამებზე დაიწყება 2015 წლის სექტემბერში) განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აპრილი. სააპლიკაციო ფორმებისა და შესაბამისი საბუთების მიწოდება უნდა უზრუნველყოთ შემდეგ ელ.მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge

ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ მოცემულია შემდეგ ბმულზე: www.stipendiumhungaricum.hu

პროგრამის ფარგლებში უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის, უნგრეთში, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. აგრეთვე ხელმისაწვდომია 5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში.

უნგრეთის მხარე აგრეთვე სთავაზობს ქართველ სტუდენტებს არასრულ სასწავლო კურსებს (part-time studies), რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის მანძილზე საბაკალავრო ან სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე (იხ. დანართი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კონკრეტულად საქართველოსათვის ხელმისაწვდომ პროგრამებზე და სწავლების სფეროებზე).

უნგრულ ენაზე სწავლების შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ ენის კურსს ბალაშის უნივერსიტეტში (Balassi Institute). სტუდენტებს, რომლებიც აირჩევენ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა, იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრულია მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა მოცმულია, შემდეგ ბმულზე

დანართი

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა