
ტემპუსის პროექტი
15 სექტემბერი,201515 სექტემბერს, გორის უნივერსიტეტში გაიხსნა ტემპუსის პროექტის - La MANCHE: Leading and Managing Change in Higher Education (უმაღლეს განათლებაში შეტანილი ცვლილებების მართვა) -Tempus IV 530621-TEMPUS-1-2012-1-BG-TEMPUS-JPGR- ფინალურ შეხვედრა.
შეხვედრაში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები:
ბულგარეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კოორდინატორი);
სომხეთის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახ. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთის აგრარული ეროვნული უნივერსიტეტი;
ბელარუსიის ვიტებსკის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პ.ო. სუხოის სახელობის გომელის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელარუსიის მომხმარებელთა კოოპერატივების ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ბელარუსიის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი;
საქართველოს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალეკუ რუსოს ბალტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდავეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, კომრატის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უკრაინის ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, ლვოვის კომერციის აკადემია; ლვოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი, ოდესის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი, ხარკოვის პოლიტექნკური ინსტიტუტი, ვლადიმირ დალის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტი, ჩერკასის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;
საბეძნეთის თესალის უნივერსიტეტი;
საფრანგეთის დიჟონის აგრარული ეროვნული ინსტიტუტი;
პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერისტეტი კოლეჯი.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ტემპუსის პროექტის როლის შესახებ. განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე. სტუმრებს ასევე მიესალმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, ბატონი შტეფენ შტორკი, რომელმაც ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ევროკავშირის როლზე უმაღლესი განათლების განვითარების საკითში. სიტყვით გამოვიდა ვარნის მენეჯმენტის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ტოდორ რადევი, რომელმაც ასევე აღნიშნა პროექტის მნიშვნელობა და დასძინა, რომ პროექტის პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ერასმუს+ ფარგლებში. სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი მაია შუხოშვილი, რომელმაც ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე უმაღლესი განათლების განვითარებაში. სტუმრებს მიესალმა ქალაქ გორის მერი, ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილი, რომელმაც ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნაზე განათლებაში შესატანი ცვლილებების განხორციელებისათვის. პლენარული სხდომის დასასრულ, უმაღლეს განათლებაში შეტანილი ცვლილებების მართვის პროექტის კოორდინატორმა, ქალბატონმა კრისტინა არმუკლიევამ წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის განვითარებისა და ჩართული პარტნიორების აქტიურობის შესახებ.
პლენარული სხდომის შემდეგ, გორის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მართვის განყოფილების უფროსის მოადგილეს ბატონ შტეფან შტორკს და კოლეგებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ვიტებსკის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, ბელარუსიის მომხმარებელთა კოოპერატივების ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, მოლდავეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტიდან, ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ლვოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტიდან, ოდესის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტიდან, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის შესახებ და დასახეს სამომავლო გეგმები.
კონფერენცია გრძელდება 16-17 სეტემბერს. იგეგმება პლენარული და სამუშაო შეხვედრები.