სტუმრები გორის უნივერსიტეტში

23 ივნისი, 2010

2010 წლის 21 ივნისს გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ როსტომ ჩხეიძე (კრიტიკოსი და მწერალი), გიორგი გოგოლაშვილი (პროფესორი), იოსებ ჭუმბურიძე (ჟურნალისტი), ნინო ვახანია (პროფესორი), სალომე კაპანაძე (პროფესორი), ზვიად კვარაცხელია (მწერალი და გამომცემელი), ეკა ბუჯიაშვილი (ჟურნალისტი) და ბაბუა ალუდაური (ლიტერატორი). მსახიობმა თინათინ ელბაქიძემ გორელ სტუდენტებთან წარმოადგინა ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლი «სამშობლო, როგორც უფალი...». სპექტაკლი აგებულია ოთხი მწერლის_როსტომ ჩხეიძის, მაკა ჯოხაძის, ლევან ბრეგაძის და გურამ ასათიანის პუბლიცისტურ წერილებზე. სტუდენტებმა და პროფესორ- მასწავლებლებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მონო-სპექტაკლი. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა მადლობა გადაუხადა თინათინ ელბაქიძეს დღეისათვის ასეთი საჭირო სპექტაკლისათვის და ბატონ როსტომს შეხვედრის ინიციატივისატვის.


      

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა