
სტაჟირება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროში
02 ოქტომბერი,2014 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ს.ს.ი.პ. იურიდიული დახმარების სამსახურს შორის (www.legalaid.ge) გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ს.ს.ი.პ. იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურიდიული კლინიკა აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სდუდენტებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სისხლის სამართლის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებს და სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
სტაჟირების ვადა შეადგენს სამ თვეს და დასრულდება სასწავლო წლის მიმდინარე სემესტრის დამთავრებისთანავე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. მაგისტრატურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით, იურიდიულ კლინიკაში გავლილი სტაჟირების ვადა ჩაეთვლებათ ადვოკატთა ასოციაციის წევრად გახდომისათვის საჭირო ერთწლიან ვადაში.
სტაჟიორების აყვანა იურიდიულ კლინიკაში მოხდება გასაუბრების ფორმით, რომელიც ჩატარდება 2014 წლის 09 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მისამართზე: ქ. გორი, სამეფოს ქუჩა #54, შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ოფისი.