
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით გამოცხადებული კვლევითი გრანტი
26 თებერვალი,20142014 წლის 26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ამერიკული საბჭოების წარმომადგენელმა, კარნეგის კვლევითი პროგრამის უფროსმა ოფიცერმა ალექსი ხარლამოვმა გააკეთა პრეზენტაცია 2015 წლისათვის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით გამოცხადებული კვლევითი გრანტის შესახებ. კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად აშშ-ს უნივერსიტეტებში კანდიდატს შეუძლია აირჩიოს შემდეგი უნივერსიტეტები:
- ბერკლი - კალიფორნია
- ჰარვარდის უნივერსიტეტი
- სტენფორდის უნივერსიტეტი
- იელის უნივერსიტეტი
- ვაშინგტონის უნივერსიტეტი
- მიჩიგანის უნივერსიტეტი
- პიტსბურგის უნივერსიტეტი
- კანზასის უნივერსიტეტი
- კოლუმბიის უნივერსიტეტი
- ინდიანას უნივერსიტეტი
- ბროუნის უნივერსიტეტი
- აიოვას უნივერსიტეტი