
შოთა რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტი „საზაფხული სკოლა ნიადაგმცოდნეობაში“
12 სექტემბერი,20142014 წლის 30 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა შოთა რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტი „საზაფხული სკოლა ნიადაგმცოდნეობაში“ პროექტში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადახვა უმაღლესი სასწავლებლებიდან 30 სტუდენტი, მათ შორის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი რუსუდან დალაქიშვილი. მეცადინეობებს და საველე გასვლებს უძღვებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე, უცხოელი პროფესორები ვინფრიდ ბლუმი (ავსტრია) და გეორგ ლაიერი (ავსტრია). პროექტი მიზნად ისახავდა 10 დღის განმავლობაში სალექციო და საქართველოს მასშტაბით საველე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლექციებს თან ახლდა საინტერესო დისკუსიები და კითხვა-პასუხი.