
პროექტი „მასწავლებეთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული გადამზადების ცენტრი“
10 აგვისტო,2016გორის უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება!
საქართველოს პრეზიდენტის 5 აგვისტოს განკარგულებით დაფინანსდა გორის უნივერსიტეტის პროექტი „მასწავლებეთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული გადამზადების ცენტრის“ შესაქმნელად.
პროექტი ითვალისწინებს:
• მასწავლებლებისთვის მოკლევადიან კურსებს. კურსების დასრულების შემდეგ ცენტრი გასცემს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
• სასწავლო კურსების მომზადებას და განხორციელებას უზრუნველყოფს ამ კურსებისათვის მოწვეული პროფესორ-მასწავლებელი.
• კურსის მსმენელები ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ მიცემული დავალებები და კურსის ბოლოს ჩააბარონ სასერტიფიკაციო გამოცდა/გამოცდები.