პრეზიდენტთან შეხვედრა

22 იანვარი,2015

21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელთა წინაშეც უმაღლესი სასწავლებლები დგას. პრეზიდენტთან საუბრისას რექტორებმა ყურადღება უნივერსიტეტების ავტონომიის საკითხზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ სასწავლებლების ავტონომიურობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილისგან მათ სრული მხარდაჭერა მიიღეს.
შეხვედრისას ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წლის განმავლობაში უნივერსიტეტებთან ახორციელებდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას თანამშრომლობის მემორანდუმი სამ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფორმებული, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება და რეგულარულად გაიმართება.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა