
კონკურსი
30 სექტემბერი,20162016 წლის 30 სექტემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 5 აგვისტოს N1-47 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა კონკურსი ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის ქვედარგში. წარმოდგენილი იყო ერთი, ანი იმნაძის კანდიდატურა. აკადემიურმა საბჭომ განიხილა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და კონცეფცია, რომლის შემდეგაც ჩატარდა ფარული კენჭისყრა.
ფარული კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ანა დათუაშვილმა აკადემიურ საბჭოს გააცნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ანი იმნაძის კანდიდატურას.