ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა მე-2 საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია ,,სტუდენტური პროექტები“
15 ივნისი, 20102010 წლის 1 ივნისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა მე-2 საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია ,,სტუდენტური პროექტები“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტიდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი ,,იდეა“, გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სუხიშვილის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შპს ,,თბილისის უნივერსიტეტი“, თეუსუ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბიზნესის მართვის სპეციალობის სტუდენტები პროფესორ გია მერლანის ხელმძღვანელობით. წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.