გორის უნივერსიტეტს სტუმრობდა პოლიტიკის ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე
03 ივნისი, 20102010 წლის 3 ივნისს გორის უნივერსიტეტს სტუმრობდა პოლიტიკის ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,დიდი სახელმწიფოების გეოსტრატეგია კავკასიაში". ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, პოლიტიკური მეცნიერების კვლევის წრის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები. ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ბატონმა ნიკამ პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.