გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზაზა ცოტნიაშვილი სამუშაო ვიზიტით მიწვეული იყო სტამბულში , ფატიჰს უნივერსიტეტში
20 ივნისი, 201010–13 ივნისს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზაზა ცოტნიაშვილი სამუშაო ვიზიტით მიწვეული იყო სტამბულში , ფატიჰს უნივერსიტეტში.
ქართულ დელეგაციაში იყვნენ: თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიორგი ხუბუა, სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ჯონი აფაქიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიორგი გოცირიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ახმედ ჩეთინი. ასევე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგნენლები , ქალბატონები ნინო წერეთელი და ეკა რურუა.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დასახელებულ ქართულ უნივერსიტეტებსა და თურქულ უნივერსიტეტს შორის, რაც ხელშეკრულების მხარეებს საინტერესო პერსპექტივებს სთავაზობს.
თურქული საგანმანათლებო სივრცის გაცნობა ქართველი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იყო. მასპინძლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებმა.
ფატიჰს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს, რომელზეც გაფორმდა ხელშეკრულებები, დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი აბდულაჰ გიული.