გორის უნივერსიტეტის კრივის დარბაზში ჩატარდა ღია პირველობა კრივში
18 ივნისი, 20102010 წლის 16 ივნისს გორის უნივერსიტეტის კრივის დარბაზში ჩატარდა ღია პირველობა კრივში. შეჯიბრზე დაშვებული იყვნენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები. საინტერესოდ წარიმართა შეჯიბრებები სტუდენტებს შორის. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაღალი ოსტატობა აჩვენეს ძმებმა-ბაჩო და დავით კვარაცხელიებმა; 65 კგ. წონით კატეგორიაში მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდა ზაქრო მურაჩაშვილი; 75 კგ. წონით კატეგორიაში გამოირჩეოდნენ ლადო არჩვაძე და რაჟდენ ანიაშვილი; 90 კგ. წონით კატეგორიაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კობა საბანაძე და ანზორ თანდიაშვილი. მონაწილეებს მიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა, კმაყოფილება გამოთქვა კარგად ორგანიზებული ღონისძიების გამო და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს.. გამორჩეულ მოკრივეებს გადაეცათ პრიზები, ხოლო მონაწილეებს - სიგელები. კრივში შეჯიბრის დასრულების შემდეგ კარატეში საჩვენებელი გამოსვლა მოაწყეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გიორგი ნადიბაიძემ და გიორგი ბაღაშვილმა.