გორის უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ბიბლიოთეკაში შოთა ხინჩაგაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქართველი ერის ახლებური გააზრება - არანაციონალისტური ნაციონალიზმი."
11 ივნისი, 20102010 წლის 10 ივნისს გორის უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ბიბლიოთეკაში შოთა ხინჩაგაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქართველი ერის ახლებური გააზრება - არანაციონალისტური ნაციონალიზმი." ლექციას ესწრებოდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, პოლიტიკური მეცნიერების კვლევის წრის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექციამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც სტუმარმა პასუხი გასცა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.