
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი
31 დეკემბერი,20132013 წლის 31 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბარიშ დემირი.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქტორმა გიორგი სოსიაშვილმა და ბატონმა ბარიშ დემირმა შეაფასეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ასევე, განიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები.