
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
25 თებერვალი,20142014 წლის 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო TV „ერთსულოვნების“ გადაცემა „ისტორიის გაკვეთილები“ სათაურით: „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“.
მოხსენებები წაიკითხეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ, გადაცემის ავტორმა თამარ ბელქანიამ, პროფესორმა ვახტანგ გურულმა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.