ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები

05 თებერვალი, 2016

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის მთავრობა გამოყოფს 20 სრულ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის.
სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჩინეთის 279 უნივერსიტეტი. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი-General Scholar, Senior Scholar) პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში: მეცნიერება, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ეკონომიკა, სამართალი, მენეჯმენტი, განათლება, ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია და სახვითი ხელოვნება (http://www.csc.edu.cn/laihua ; http://www.campuschina.org).
საბაკალავრო პროგრამის სტიპენდიატი უნდა დარეგისტრირდეს ჩინურენოვან პროგრამაზე, რათა გაიაროს ჩინური ენის ერთწლიანი კურსი შესაბამისი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში. სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი) პროგრამის სტიპენდიატებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ჩინურ, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.
ჩინურენოვანი პროგრამის სტიპენდიატმა უნდა გაიაროს ჩინური ენის ერთწლიანი (მეცნიერების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, დასავლური მედიცინის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, სამართლისა და სახვითი ხელოვნების პროგრამის არჩევის შემთხვევაში) ან არაუმეტეს ორწლიანი (ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიისა და ჩინური მედიცინის პროგრამის არჩევის შემთხვევაში) მოსამზადებელი კურსი, თუ ის არ ფლობს ჩინურ ენას სათანადო დონეზე.
გთხოვთ გამოგზავნოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
მომდევნო ეტაპზე, შერჩეული (shortlisted) კანდიდატები თავად უნდა დაუკავშირდნენ უნივერსიტეტებს წინასწარი ჩარიცხვის წერილის (pre-admission letter) მისაღებად. შერჩეული კანდიდატები საბუთების სრულ ნუსხას ჩააბარებენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის სტიპენდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე (კანდიდატის კრიტერიუმები, საბუთების ნუსხა, სააპლიკაციო პროცესი და ა.შ.) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
http://www.csc.edu.cn/laihua/newsdetailen.aspx?cid=66&id=3074
http://www.csc.edu.cn/laihua/scholarshipdetailen.aspx?cid=97&id=2070
http://www.csc.edu.cn/laihua/scholarshipdetailen.aspx?cid=97&id=3157
თანდართული ფაილი: სამედიცინო შემოწმების ფორმა

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა