ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი
14 ივნისი, 20102010 წლის 10-11 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი, რომელიც უნივერსიტეტის 75 წლისთავს მიეძღვნა. რესპუბლიკის 12 უმაღლესი სასწავლებლიდან 65 სტუდენტი ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის და მშენებლობის სექციებში. კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. სიმპოზიუმის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების, ობიექტების, ლაბორატორიების, საწარმოებისა და ძველი ბათუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შესაძლებლობა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენის ხელმძღვანელმა მათ დარგის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. სიმპოზიუმზე გორის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სტუდენტები მაკა ჯოლბორდი და ომარ ყაყიტაშვილი. მათ წარადგინეს თემა ბიზნესის ადმინისტრირების სექციაში - ,, Facebook, როგორც წარმატებული ონლაინ ბრენდი’’. სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს საზეიმოდ გადაეცა სერტიფიკატები. მოხსენებები კრებულში დაიბეჭდება.