სტიპენდიები საზაფხულო სკოლებისათვის
20 მარტი, 2018ესტონეთთან თანამშრომლობის სტიპენდიები საზაფხულო სკოლებისათვის. სტიპენდიას აფინანსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუმანიტარული დახმარების ჩარჩოებში
სტიპენდიის მოპოვება შესაზლებელია ოთხი სხვადასხვა პროგრამისათვის:
ა/ კულტურა : 2-13 ივლისი, 2018, ტარტუ
ბ/ ესტონეთის ბიზნეს გარემო და ევროპა-რუსეთის ურთიერთობა, 8-21 ივლისი, ტალინი და ტარტუ
გ/ ევროპა-რუსეთის ურთიერთობა და ბალტიის რეგიონის უსაფრთხოება, 15-28 ივლისი, პარნუ და ტარტუ
დ/ საგანმანათლებლო ცვლილებები სწრაფმზარდი ტექნოლოგიური ინოვაციების პერიოდში, 21030 აგვისტო, ტარტუ
სტიპენდია ითვალისწინებს: კურსის ღირებულებას, კულტურულ პროგრამას, სასწავლო ვიზიტებს, ტრანსპორტირებას სხვადსხვა ქალაქებში პროგრამის პერიოდში, ბინით უზრუნველყოფას, მგზავრობა -200 ევრო
ჩართულობისათვის მოთხოვნა: მეორე კურსის საბაკალავრო კურსის სტუდენტები, სამაგისტრო სწავლების სტუდენტები
ინგლისური ენის მოთხოვნა: უნდა აჩვენო ინგლისური ენის ცოდნის დონე , რომელიც საკმარისია სწავლისათვის
სააპლიკაციო პროცედურა: სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 900 სიტყვა), რომლითაც უნდა ახსნათ, თუ როგორ გესახებათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა თქვენს სწავლასთან და სოციალურ აქტივობასტან კავშირში; CV, სასწავლო ბარათი ან თქვენი მასწავლებლისაგან თქვენი ინგლისური ცოდნის დადასტურება, პასპორტის ასლი
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2018
იხილეთ აპლიკაცია მისამართზე: https://www.is.ut.ee/avalik/vy/vy_avaldus.zul?tyyp=suveop