კონკურსი გაცვლით პროგრამაზე
13 სექტემბერი,2017კონკურსი ერასმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობისათვის
2018 წლის საგაზაფხულო და საზაფხულო სემესტრებისათვის
ცხადდება კონკურსი გაცვლით პროგრამაზე მობილობის სტატუსით ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი), ერთი სემესტრის ხანგრძლივობით, 2018 სასწავლო წელს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საგაზაფხულოსა (თებერვლიდან) და ზაფხულის (მაისიდან) სემესტრებისათვის.
კონკურსის პირობები:
- სტუდენტი უნდა იყოს მეორე, მესამე კურსის საბაკალავრო სწავლების სტუდენტი ან პირველი კურსის სამაგისტრო სწავლების სტუდენტი;
- მობილობის პროგრამით დაფინანსებულია: მგზავრობა -275 ევრო, სტიპენდია 725 ევრო. დაზღვევის ხარჯებს და სავიზო მოსაკრებელს ანაზღაურებს სტუდენტი
- ინგლისური ენის ცოდნის დონის მოთხოვნა: არანაკლებ B1-სა საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის და არანაკლებ B2-სა სამაგისტრო სწავლების სტუდენტებისათვის.
შენიშვნა 1. ინგლისური ენის ცოდნის კონკურსი ჩატარდება საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში ( კორპუსი 1, ოთახი - 214)
შენიშვნა 2. კონკურსში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს ვებ გვერდებს, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტი იღებს დამატებით ინფორმაციას ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესახებ :
http://erasmusplus.vum.bg/incoming-partner/
http://erasmusplus.vum.bg/wp-content/uploads/2017/05/VUM-Courses_2017-2018_2nd-semester.pdf
http://erasmusplus.vum.bg/wp-content/uploads/2016/07/AccommodationLogistics_InfoPack.pdf
შენიშვნა 3. მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- აპლიკაციის ფორმა,
- სტუდენტის სასწავლო ბარათი ფაკულტეტიდან,
- ინგლისური ენის ცოდნის დონის შესახებ რეკომენდაცია,
- მოტივაცია (რატომ გსურს ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სასწავლებლად წასვლა),
- აკომოდაციის შევსებული ფორმა.
შენიშვნა 4. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა: 5 ოქტომბერი, 2017 ( კორპუსი 1, ოთახი 214)
ინგლისური ენაში კონკურსის ჩატარების ვადა: 10 ოქტომბერ, 2017 ( კორპუსი 1, ოთახი 214)
შენიშვნა 5. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობის ოფისს, გაცვლითი პროგრამის კოორდინატორს რუიზან მექვაბიძეს ( კორპუსი 1, ოთახი 214)