ერასმუს+ გაცვლით პროგრამა
06 ნოემბერი,2015გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის, ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი)
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი; ვებგვერდი: http://vumk.eu/)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრის სტუდენტებს.
სასწავლო მიმართულებები:
ბიზნესი და ტურიზმი
საგნების ჩამონათვალი გაზაფხულის სემესტრი (დანართი 1)
საგნების ჩამონათვალი ზაფხულის სემესტრი (დანართი 2)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ენის (ინგლისური ენა B1) ინსტიტუციონალური ტესტირება (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 18 ნოემბერი); ენის ინსტიტუციონალურ ტესტირებაზე გამსვლელთა რეგისტრაცია განხორციელდება ა/წ 16 ნოემბრამდე სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 214-ე ოთახი)
- დოკუმენტაციის შემოწმება (გორის სახელმწფო სასწავლო უნივერსიტეტი)
- 5 საუკეთესო აპლიკანტს (მაღალი GPA, მაღალი ქულა უცხო ენის ტესტირებაში) სკაიპით გაესაუბრება შესარჩევი კომისია (მასპინძელი უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 20 ნოემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: gstu2012@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ “subject”- ის ველში აპლიკანტის სახელი და გვარი.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ბეჭდით დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ბეჭდით დამოწმებული)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (მოინიშნეთ დანართი 1-იდან და დანართი 2-დან თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი) დანართი 3
სტიპენდიის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (2015/2016 წლის გაზაფხულის/ზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 750 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება 275 ევროს ოდენობით.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!