სტუდენტებისა და ქართული მედიაჯგუფის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

30 ოქტომბერი,2014

2014 წლის 30 ოქტომბერს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და ქართული მედიაჯგუფის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. წერის პრინციპები, სიუჟეტის აგების სტრუქტურა, ოპერატორისა და მონტაჟის ხელოვნება, PR-ტექნოლოგიები და სოციალური მედია – ეს ის მიმართულებებია, რომელთა შესახებაც გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქართული მედიაჯგუფის წარმომადგენლები ტრენინგ-სემინარებსა და საჯარო ლექციებს ჩაატარებენ.
პროგრამის გაცნობის შემდეგ დამწყებმა ჟურნალისტებმა უფროს კოლეგებს შეკითხვები დაუსვეს და სამომავლო ურთიერთობის გრაფიკზეც შეთანხმდნენ, გადაწყდა, რომ გორის უნივერსიტეტში 14 ნოემბრიდან ტრენინგ-სემინარები კვირაში ორჯერ ჩატარდება. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.