კონფერენცია - ,,ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნე“

04 ნოემბერი,2014

2014 წელი ქართულ-ებრაული ურთიერთობებისა და ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლადაა გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს თბილისში, ებრაელთა რესტავრირებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - ,,ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნე“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია: რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი. კონფერენციაზე განხილულ იქნა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიული და კულტურული ასპექტები, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.