ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეორე დღე

18 ივლისი,2024

მიმდინარე წლის 18 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“.
მეორე დღის ღონისძიებები გახსნა გორის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებულმა ანსამბლმა „გორი“. ქორეოგრაფი გიორგი საძაგლიშვილი, ანსამბლის ხელმძღვანელი - დავით დარბაიძე.
პირველ მასტერკლასს უძღვებოდა პოლონელი ხელოვანი, თეატრმცოდნე, რეჟისორი იაროსლავ სიეკოვსკი, თემით „ხელოვნება, რომელიც კვეთს საზღვრებს“. ბატონ იაროსლავს განხორციელებული აქვს პროექტები პოლონეთში, კუბაში, ლიბანში, პალესტინაში, ირლანდიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უკრაინაში, თურქეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, საქართველოსა და გერმანიაში. დღევანდელ პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ. შთამბეჭდავია მისი საერთაშორისო ჯილდოები: Fringe First, Critics Award, Hamada Award, Herald Archangel at Edinburgh Fringe Festival. ასევე, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის მედალი "Gloria Artis".
ფესტივალის შემდეგი მონაწილე გახლდათ მანუჩარ ბენდელიანი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, მისი გამოსვლის თემა იყო - წარსული, როგორც ვიზუალური გამოცდილება. ბატონმა მანუჩარმა აუდიტორიას გააცნო საკუთარი შემოქმედება და ისაუბრა ინსპირანციებისა და ტექნიკის შესახებ, რომელიც მის შემოქმედებას თვითმყოფადობას სძენს. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ფესტივალის მეორე დღის დასასრულს წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და ნოველისტის მერაბ ჩხაიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჟუბიეს ერთი დღე". ემოციური ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ისაუბრა ფილმის შექმნის ისტორიისა და მთავრი როლის შემსრულებლის შესახებ.
დღის ბოლოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეაჯამა ფესტივალის მეორე დღე და მონაწილეებს გადასცა სამსახსოვრო საჩუქრები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა