ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დახურვის ცერემონია

19 ივლისი,2024

მიმდინარე წლის 19 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ დახურვის ცერემონია.
ფესტივალის მესამე დღე გაიხსნა კინოპროდიუსერ და რეჟისორ ერდალ ქუჩუქის დოკუმენტური ფილმით "მაჭახელას ხეობის კულტურული მემკვიდრეობა" ჩვენება-განხილვით. რეჟისორმა ისაუბრა იმ პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ფილმი, ასევე ფილმის გადაღების პროცესისა და პერსონაჟების შესახებ.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ, მიშო ვანიშვილის სახელობის, ფოტოკონკურსს „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს კონკურსის გამარჯვებულები:
I ადგილი - მამია მაღალაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
II ადგილი - ზურაბ გოგოლაძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
III ადგილი - ეთერ გოგიაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეაჯამა მესამე დღე და ფესტივალის მონაწილეებს გადასცა სპეციალური საჩუქრები.
ხელოვნების საერთშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ უკვე მესამედ განხორციელდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები უნივერსიტეტის სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა