წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორისადმი მიძღვნილიVI სამეცნიერო კონფერენცია

26 ნოემბერი,2014


2014 წლის 25 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და გორისა და ატენის ეპარქიის ერთობლივი   წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორისადმი მიძღვნილიVI სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორისა და ატენის მიტროპილიტმა მეუფე ანდრიამ. მონაწილეებს მიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
პლენარულ  სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს გორისა და ატენის მიტროპილიტმა მეუფე ანდრიამ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ მესხმა, გორის უნივერსიტეტის  პროფესორებმა ელდარ მამისთვალიშვილმა, თამილა გოგოლაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა ნანა ბურჭულაძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დოქტორებმა ეკა დუღაშვილმა და მაკა შაორშაძემ.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა