წარმატებით დასრულდა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის..

02 მარტი,2023

წარმატებით დასრულდა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მომავალ  თაობაში  იურიდიული  განათლების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ პირველი ეტაპი.

პროექტი, თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების მიერ მოპოვებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება და მის ძირითად მიმართულებას სამართლებრივი  უსაფრთხოების   განმტკიცება წარმოადგენს.

პროექტის პირველ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით  არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა მიიღო. გასაუბრების შედეგად კი შეირჩა სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 გამარჯვებული სტუდენტი, რომლებიც თსუ პროფესორებმა,  მოსამართლეებმა, იუსტიციის  სამინისტროს  თანამშრომლებმა და ფსიქოლოგებმა გადაამზადეს.

ხსენებულ პროექტში, გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, მონაწილეობის მისაღებად შეირჩა ასევე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი დაჩი ჩხარტიშვილი, რომელმაც ასევე წარმატებით გაიარა პირველი ეტაპის დასასრულს გამართული ტესტირება და მოხვდა იმ 8 ახალგაზრდას შორის, რომლებიც პროექტის მეორე ეტაპზე თბილისის, გორის, ბათუმის და ლაგოდეხის სკოლებში აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგებს ჩაატარებენ და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას მიაწოდებენ.

 

პროექტი 2023 წლის მარტის ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა