
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
17 თებერვალი,201517 თებერვალს გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ გორის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაზეთ „პირველი პალიტრის“ წარმომადგენლები: გვანცა ხორბალაძე, ლუკა ბედოშვილი, გიორგი ბაბუციძე და მათი პედაგოგი ხატია მშვიდობაძე, რომლებმაც ინტერვიუ ჩაწერეს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან. ინტერვიუს დროს ისაუბრეს გორის უნივერსიტეტსა და გორის #1 საჯარო სკოლას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.