unicef-ის საჩუქარი გორის უნივერსიტეტს
10 მარტი,20142014 წლის 10 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის მიერ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა სახელმძღვანელო მასალა – წიგნები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, რომელიც მოიცავს, როგორც შიდა საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო მითითებებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ქართულ ენაზე, რომელიც სპეციალურად ითარგმნა ქართველი სტუდენტებისათვის კურსის ,,მართლმსაჯულება ბავშვებისთვის“ ფარგლებში.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების სპეციალური საუნივერსიტეტო კურსი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებთან, რაც გარკვეულწილად შედეგია, ნაყოფიერი, ორმხრივი თანამშრომლობისა გაეროს ბავშვთა ფონდთან.
გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორის განცხადებით, უმოკლეს ვადაში დაიბეჭდება სახელმძღვანელო – ,,ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“, რაც ასევე გადმოეცემა საჩუქრად ჩვენს უნივერსიტეტს.