
ტრენინგი კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის
21 მარტი,2023გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ტრენინგების ციკლის განხორციელება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა, ასევე დაინტერესებულ პირთათვის კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის.
2023 წლის 21 მარტს ჩატარდა პირველი შეხვედრა.
ტრენინგებს უძღვება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ციური დურული.