ტრენინგები

16 თებერვალი,2015

ამერიკის იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, 2015 წლის 14 თებერვალს, გორში მოღვაწე ადვოკატებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე ,,ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები". ტრენინგებს უძღვებოდნენ ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერები იოსებ გაბარაევი და სულხან კომახიძე.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, ისე საქართვეოს ადვოკატთა ასოციაციის შიდა ქართლში მოღვაწე ადვოკატები და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგიტრატურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა გორის უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელიც ჩაეთვლებათ ადვოკატთა ასოციაციის მიერ დადგენილ სავალდებულო კრედიტებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა