ტემპუსის პროექტი

24 ნოემბერი,2014

2014 წლის 21 ნოემბერს,  ტემპუსის პროექტის La MANCHE (No. 530621-TEMPUS-1-2012-1-BG-TEMPUS-JPGR)  ჩარჩოებში,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა,  პროექტის მონაწილეებმა მარიამ  მახათაძემ და სოფო  თინიკაშვილმა, ღონისძიებების, ამოცანებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისათვის. განიხილეს:

  • სტუდენტთა  ჩართულობის გაზრდა  უმაღლესი   საგანმანათლებლო  დაწესებულებების  მართვის   პროცესში;
  • ინტერესთა  შესაბამის ჯგუფებში  დიალოგის  წამოწყება და  რეფორმების  განხორციელება;
  • სტუდენტური თვითმმართველობის მენეჯმენტის  პრობლემები.

ტემპუსის პროექტის La MANCHE (No. 530621-TEMPUS-1-2012-1-BG-TEMPUS-JPGR)  ჩარჩოებში   2014 წლის 7-13   სექტემბერს ბულგარეთის საერთაშორისო კოლეჯთან არსებულმა „ახალგაზრდა  ლიდერთა  აკადემიამ“ უმასპინძლა პროექტში მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტბიდან სტუდენტთა წარმომადგენლობას, რომლის  მიზანი იყო ამ უნივერსიტეტების    სტუდენტთა  წახალისება და მათი ჩართულობის  ამაღლება  გადაწყვეტილებების მიღებასა  და განათლებაში მოსალოდნელი ცვლილებების დაგეგმვასა და ლიდერობაში. 5 დღის განმავლობაში სტუდენტები მონაწილეობდნენ ტრენინგებში, რომლებსაც უძღვებოდნენ პროექტში მონაწილე ევროპელი  პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და  ტრენერები. 

 ამავე პროექტის ჩარჩოებში, 2014   წლის  22-25  ოქტომბერს  ერევნის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში გაიმართა  საერთაშორისო სტუდენტური  ფორუმი - „სტუდენტური  თვითმმართველობების  განვითარება და ინოვაციური  მეთოდების დანერგვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში“. აღნიშნული ფორუმის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გორის უნივერსიტეტის სტუდენტები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა