
სწავლის დაწყება
29 სექტემბერი,201429 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. საზეიმო ცერემონიალზე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ალექსანდრე მღებრიშვილმა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მანვე ფაკულტეტების დეკანებს გასულ სასწავლო წელს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილე და გამარჯვებულ სტუდენტთა სიგელები გადასცა. დამსწრეთ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი ხორბალაძემ, გორის მერის თანაშემწემ შალვა ტლაშაძემ, გორის საგანამანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ქარელმა, გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ლევან მიდოდაშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დავით ჩოჩიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ბარბაქაძემ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა ნუგზარ აბრამიშვილმა, სტუდენტებმა: თამარ ნადირაძემ, მარიამ შატაკიშვილმა, მარიამ სარქისიანმა, რუსუდან დალაქიშვილმა, მარინე ბესტავაშვილმა.