სტუდენტური საახალწლო კონცერტი

27 დეკემბერი,2024

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური საახალწლო კონცერტი.
ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და შემსრულებლებს გაწეული შრომისთვის, მიულოცა დამდეგი დღესასწაულები და უსურვა შემდგომი წარმატებები. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლიზი ბალახაშვილი.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ გორის უნივერსიტეტში არსებული შემოქმედებითი კლუბების წევრი სტუდენტები: ნინო მექვაბიძე, მარიამ ნინიაშვილი, ანი პაპიტაშვილი, ნუცა ბირთველიშვილი, გიორგი ამირაჯაბი, ნინი მაისურაძე, სალომე მექვაბიძე, ლადო თოთლაძე, ნეა მარკოზაშვილი, ცოტნე ღარიბაშვილი, ლუკა ფეხშველაშვილი, ანა ჩადუნელი (ვოკალის ხელმძღვანელი თეა ქიტიაშვილი). ასევე ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ (ხელმძღვანელი ნიკო ღვინიაშვილი) და გორის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული დასი (ქორეოგრაფი ნინო აფრიამაშვილი).

გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 19 გუნდი.

06 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა

რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა ჯგუფხელებთან

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა.

05 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა