
სტუდენტური დღეების დახურვა
28 ივნისი,201427 ივნისს გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმოდ დაიხურა „სტუდენტური დღეები 2014“. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს სასწავლო წლის და „სტუდენტური დღეების“ დასრულება მიულოცა. მანვე სიგელები გადასცა უნივერსიადასა და ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს, ასევე - უნივერსიტეტში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელებს და სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი „სტუდენტური დღეები 2014“-ის ღონისძიებებში. სიგელები გადაეცათ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მესამე საფეხურის მოსწავლეებს, რომლებმაც მოიპოვეს I, II, III ადგილები სამეცნიერო კონფერენციაში „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“. სტუდენტური დღეების ფარგლებში ჩატარებული ლიტერატურულ-იმპროვიზირებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა ლიტერატურის წრის ხელმძღვანელმა, მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ.
შეხვედრა დასრულდა კონცერტით.