სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
22 ნოემბერი,201322 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. ოლენარულ სხდომაზე სტუდენტებს მიმართა გორის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა. კონფერენციაზე მოისმინეს 33 მოხსენება. დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები