სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

16 ნოემბერი,2022
2022 წლის 16 ნოემბერს გაიხსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხმიადაშვილი და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი, ლუკა ხიზანიშვილი.
სტუდენტთა პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთისა და პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 87 ავტორის/თანაავტორის 81 მოხსენება 8 სექციაში, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები ისტორიის, ფილოლოგიიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის, ბიზნესის, ეკონომიკისა და ტურიზმის, განათლებისა და პედაგოგიკის, სპორტისა და სპორტის მენეჯმენტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. კონფერენცია მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში.
კონფერენციის ფარგლებში 17 ნოემბეს დაგეგმილია გამოფენა - „პატარა ლიახვის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა