სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

10 ივნისი,2022
2022 წლის 10 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“. კონფერენცია ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მომხსენებელ სტუდენტებს. კონფერენციაში მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნელი ჭამპურიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს და წარმატებები უსურვა მათ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აგრეთვე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი ღასან ხალილი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 26 მოხსენება შემდეგი დაწესებულებებიდან: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად მეთოდურ მიდგომებს, ბავშვის უფლებების დაცვის, უსაფრთხო სასკოლო გარემოს ჩამოყალიბების, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ბავშვთა უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებას.
კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა