სტუდენტთა მეშვიდე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“
16 თებერვალი,20249 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტთა მეშვიდე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“ (ხელმძღვანელი, უფროსი მასწავლებელი ივანე ბალახაშვილი).
კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, რომელმაც ისაუბრა დარგობრივი სტუდენტური კონფერენციების მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ოთხ ათეულზე მეტმა სტუდენტმა.