სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

06 თებერვალი,2025

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ორგანიზატორებს აქტიური ჩართულობისთვის და უსურვა წარმატებები.

მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი, დოქტორი ივანე ბალახაშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა. წარმოდგენილი იყო 162 სტუდენტის ნაშრომი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

პრეზენტაცია სამშობლოსმცოდნეობა

გორის სახელმწიფო უნუვერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის "სამშობლოსმცოდნეობა" პრეზენტაცია.პროექტის მიზანია ქართული იდეის (ღმერთი, სამშობლო, ადამიანი)...

27 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა