შეხვედრა სტუდენტებთან
22 მარტი,2024მიმდინარე წლის 22 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდა სტუდენტებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და სიახლეების გაცნობა, მათ შორის სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2024 წლის მარტი-ივნისის პერიოდში დაგეგმილი მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის შესახებ.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა სტუდენტური ცხოვრების რიგ მნიშვნელოვან დეტალებს, არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს.