შეხვედრა სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვის ფარგლებში
25 დეკემბერი,2023მიმდინარე წლის 22-25 დეკემბერს უნივერსიტეტის სამწლიანი (2023-2026 წწ.) სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვის ფარგლებში შედგა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს წევრების შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან - სტუდენტებთან, პერსონალთან, კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან. შეხვედრებს უძღვებოდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე, პროფ. ლევან მიდოდაშვილი. საბჭოს წევრებმა შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სამწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესახებ, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.