შეხვედრა ქალბატონ სიუზან კლოსტერჰაუსთან
11 მარტი,201411 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ქალბატონი სიუზან კლოსტერჰაუსთან, რომელიც საქართველოში აშშ საელჩოს მოწვევით იმყოფება.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გორის უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს აქტიურ თანამშრომლობაზე. შეხვედრის თემა იყო „Cradle to Cradle Certified: The Next Industrial Revolution“, ქ-ნმა სიუზან კლოსტერჰაუსმა ისაუბრება მისი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების და საქმიანობის შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით, და ასევე ქალთა როლზე სამეცნიერო მუშაობაში. რადგან მარტი ქალთა ისტორიის თვეა, მისი ვიზიტი ემსახურება მეცნიერ ქალთა როლის წარმოჩენას როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოს რეალობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.