შეხვედრა პროფესორმა ანჯეი პუქშტოსთან

24 მარტი,2023

მიმდინარე წლის 24 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კაუნასის ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ანჯეი პუქშტო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის. საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
სტუმრებს შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესრი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრის დროს განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პროფესორმა ანჯეი პუქშტომ წაიკითხა ლექცია, თემაზე: "ლიეტუვა: წარსული, აწმყო და მომავალი“
ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა