შეხვედრა კურსდამთავრებულებთან
24 იანვარი,2024მიმდინარე წლის 24 იანვარს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდღე მღებრიშვილი შეხვდა გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. შეხვედრაზე განიხილეს კურსდამთავრებულების უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ მიმდინარე ეტაპზე კურსდამთავრებულთა მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამების და, ზოგადად, უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით კვერნაძე.